დარწმუნებული ვარ, ყველამ კარგად ვიცით ძველრომაულ ქალაქ პომპეის ტრაგიკული ბედის შესახებ, თუ რამხელა მსხვერპლი მოჰყვა ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევას. ეს უბედურება ცოტას თუ დატოვებს გულგრილად, რასაც ადასტურებს მისი პოპულარობა ხელოვნებაში. რად ღირს, თუნდაც, კარლ ბრიულოვის ცნობილი ტილო „პომპეის უკანასკნელი დღე“, რომელიც ძალიან ზუსტად გადმოსცემს ამ დღის ტრაგიზმს.
თუმცა, ბევრს როდი ეცოდებათ პომპეელები, პირიქით – თვლიან, რომ ეს უბედურება იყო ღმერთის სასჯელი მათი ამორალურობისთვის. თან ვერ ვიტყვი, რომ მათ ამისთვის მიზეზი არ აქვთ: ძველ რომში პომპეი ითვლებოდა ყველანაირი სექსუალური გარყვნილებების ცენტრად. მოგეხსენებათ, რომ როდესაც ყველანაირს ვამბობ, არ ვაზვიადებ: ქალაქის გათხრისას არქეოლოგები შეაცბუნა ზოგიერთმა აღმოჩენილმა ხელოვნების ნიმუშმა.
View original post 602 more words